ტურიზმი
22/07/2021
ივნისში საქართველომ ტურიზმიდან $122.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, თანხის უდიდესი ნაწილი - 122.5 მლნ ივნისზე მოდის.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ივნისთან შედარებით, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანა ჩაკეტილი იყო, ტურიზმიდან შემოსავლები 990%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმიდან შემოსავლები თვეების მიხედვით:
იანვარი - 10.4 მლნ
თებერვალი - 13.4 მლნ
მარტი - 29.5 მლნ
აპრილი - 49.9 მლნ
მაისი - 73.8 მლნ
ივნისი - 122.5 მლნ
თუკი ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღის გამო ახალი შეზღუდვები არ დაწესდა, ანალიტიკოსები ელიან, რომ ტურიზმიდან შემოსავლები წელს დაახლოებით 1.2 მილიარდის ფარგლებში იქნება. ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში მომდევნო 6 თვეში, სექტორში 900 მილიონის გენერირება უნდა მოხდეს.