ტურიზმი
26/11/2021

გიორგი ჯახუტაშვილი: დამატებითი ფრენებით ყაზახი ვიზიტორების რაოდენობის გაზრდას შევძლებთ

საქართველოში ყაზახი ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი პანდემიამდე მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა და ისრაელთან, გერმანიასთან და პოლონეთთან ერთად ხუთეულში იკავებდა ადგილს, წელიწადში 26%–იანი ზრდით.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილის თქმით, ეს პროცესები პანდემიის დროს დროებით შეჩერდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ მანამდე მხოლოდ AirAstana და SCAT Airlines დაფრინავდა, ისიც მხოლოდ ორი ქალაქიდან, ახლა ბაზარს დაემატა AirAstana-ს შვილობილი კომპანია, FlyArystan, რომელიც არის დაბალბიუჯეტიანი და ყაზახეთის 5 ქალაქიდან დაფრინავს, რომელთა ჯამური მოსახლეობაც 6 მლნ ადამიანია.

"ყველაზე მეტი, 119 000 ტურისტი ყაზახეთიდან 2019 წელს გვყავდა. ჩვენ შეგვიძლია დამატებითი ფრენებით რეკორდულად გავზარდოთ ყაზახი ვიზიტორების რაოდენობა. ვფიქრობ, უახლოეს 2 წელიწადში 0.5 მლნ ტურისტზე ასვლა აბსოლუტურად შესაძლებელია. თუმცა, რაოდენობის ზრდა არ არის მთავარი ამოცანა, თუ საქართველოში შემოსულ ტურისტებს არ დავახვდრეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისები, მეორედ დაბრუნების სურვილი არ გაუჩნდებათ. ამიტომ, ჩვენი მიზანი არა მხოლოდ რაოდენობის ზრდა, სადაც ძალიან კარგი ზრდის ტენდენცია გვაქვს, არამედ ყაზახი ტურისტების სიღრმისეული მოკვლევაა, რომ შეაბამისი პირობები შევუქმნათ," – აღნიშნავს ჯახუტაშვილი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022