ტურიზმი
10/05/2021

Galt & Taggart: საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $98.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის სექტორი აღდგენას იწყებს. საქართველოში 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვან, 140.4%-იან ზრდას აჩვენებს და 82 500 ვიზიტორს მიაღწია.

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ეს ზრდა იხსნება ტურისტების რაოდენობის ზრდით (+182.2% წ/წ) გასული წლის დაბალი ბაზიდან. ჯამურად, 2021 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში 212 700 (-81.6% წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 192 400 (-75.7% წ/წ) შეადგინა.

საინვესტიციო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამავე პერიოდში ქვეყანამ ტურიზმიდან 98.3 მლნ დოლარის (-77.5% წ/წ) შემოსავლები მიიღო.