ტურიზმი
19/08/2020

ევროპის 42 ქვეყანას შორის, საქართველოში ყველაზე ნაკლები ფრენა სრულდება

ევროპის 42 ქვეყანას შორის, საქართველოში (14 აგვისტოს მდგომარეობით) ყველაზე ნაკლები ფრენა სრულდება.

avianews.ge აქვეყნებს Eurocontrol-ის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2-კვირიან პერიოდში (31 ივლისიდან 14 აგვისტომდე) ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა და დღიურად 15-ს მიაღწია (მოფრენა-გაფრენა). სომხეთში მაჩვენებელი 143%-ით არის გაზრდილი - დღიურ 17 ფრენამდე, მოლდოვაში 36%-ით – 34 ფრენამდე.

14 აგვისტოს მდგომარეობით, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფრენა დიდ ბრიტანეთში შესრულდა (3019 ფრენა, 31 ივლისთან შედარებით +19% ), მეორე ადგილზე გერმანიაა (3017 ფრენა, +5%), მესამეზე კი საფრანგეთია (2842, უცვლელია).

როგორც ცნობილია, საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ოქტომბრამდე დახურულია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ი გამოსცა, რომლის მიხედვითაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 30 სექტემბრის ჩათვლით. არსებობს მხოლოდ გამონაკლისები და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან. 

რეგულარული საერთაშორისო ფრენების გახსნის უკვე მეექვსე გადავადებას სოციალურ ქსელში დიდი პროტესტი მოყვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022