ტურიზმი
15/02/2023

ძველ თბილისში Glarros Hotels-ი იხსნება - ინვესტიცია $13 მლნ-ი

Glarros OldTown-ის ბრენდის სასტუმრო თბილისის ისტორიულ ნაწილში უახლოეს მომავალში გაიხსნება. კონკრეტული ლოკაციაა კალაუბანი, კოტე აფხაზის 15 ნომერი.

როგორც სასტუმროს მენეჯმენტში აცხადებენ,  ობიექტი  ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის დაცვითაა მოწყობილი, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროში  $13 მლნ-ის ინვესტიცია იქნა განხორციელებული. 

"პროექტის დაფინანსება საუდის არაბეთიდან და ადგილზე თიბისი ბანკის თანამონაწილეობით განხორციელდა. Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ არასრული ფასეულობების ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown-ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილება ხაზს უსვანს ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას,"-აცხადებენ Glarros OldTown-ში.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების ვიზუალები, როგორიცაა ARTE Le Corbusier DOTS და ა.შ.

დედაქალაქის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმროში წარმოდგენილი იქნება Gastromania - ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

ობიექტი სრული საოპერაციო ეტაპიდან საშუალოდ 80 ადამიანს დაასაქმებს. Glarros OldTown-ი ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality ახორციელებს. 

ცნობისთვის, Glarros OldTown-ის სასტუმროს  ბრენდი  2020 წელს შეიქმნა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023