ტურიზმი
16/03/2021

COVID რეაბილიტაცია საქართველოში - რას სთავაზობს მთავრობას ტურიზმის სექტორი

ტურიზმის ინდუსტრია სახელმწიფოს ქართული მთის კურორტების გარეკლამებისკენ მოუწოდებს. ახლა უკვე იმ თვალსაზრისით, რომ პოტენციურ ტურისტებს, რომელთაც კორონა ვირუსი ჰქონდათ, რეაბილიტაციის გავლა საქართველოში შესთავაზონ.

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარემ, შალვა ალავერდაშვილმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა, ქვეყნის მეტი პოპულარიზაცია როგორც ტრადიციულ, ასევე ევროპის ბაზარზე მნიშვნელოვანია.

„აქამდე ჩვენს მაღალმთიან კურორტებზე, განსაკუთრებით ბორჯომში, საირმეში და ა.შ ძირითადად ყაზახეთიდან, გამაჯანსაღებელი ტურიზმისთვის შემოდიოდნენ. ისინი ნავთობის მიმართულებით მუშაობენ და საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებენ. თუმცა, თავის ჯანმრთელობას აზიანებდნენ. ისინი შემოდიოდნენ საქართველოში და ორკვირიანი ტურებით, სუფთა ჰაერითა და მწვანე, ჯანსაღი პროდუქტის ჭამით აქედან, თუ ყვითლები ჩამოდიოდნენ, აქედან ვარდისფერები მიდიოდნენ. მე თვითონ 2013 წლიდან ბორჯომში ვმოღვაწეობდი და ყველაფერს თვალნათლივ ვხედავდი. ამას ხელს უწყობდა, როგორც ბალნეოლოგიური მიმართულება, ასევე კვება და რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერი. ეს ჩვენი ტრადიციული კლიენტურაა, სადაც, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ ამის მარკეტინგი და რეკლამირება, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ და ამ ხალხს ბოლომდე გამოვაჯანმრთელებთ. ვისაც ჩვენი აქამდეც სჯეროდა, მათთვის ამის დაჯერება სხვა რამ არის. და მეორე, რამენაირად უნდა შევიდეთ ევროპის ბაზარზე“,- აღნიშნა ალავერდაშვილმა.