ტურიზმი
03/08/2020
ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება.
პროექტი ფარგლებში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გათბობა-ვენტილაციის სისტემები, ჩატარდა შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელ გზას. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ფონდში განმარტავენ, რომ ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნებოდა საცობი.