ტურიზმი
13/07/2020

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

სასტუმრო "მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.

“მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და ეცდებიან მაქსიმალურად მოიზიდონ ქართველი დამსვენებლი. შემუშავებულია სპეციალური პაკეტები, რომლებიც მოიცავს როგორც ვიქენდის, ასევე გრძელვადიანი დასვენების პირობებს და სპეციალურ ფასებს.

„დაინტერესება საკმაოდ დიდია, უკვე გვაქვს ჯავშნები და სავარაუდო დატვირთულობა ივლისში ასცდება 50%.  სეგმენტი საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი, მაგალითად ოჯახური ტიპის თუ ინდივიდუალურ დამსვენებლი, ახალგაზრდა წყვილები რომლებსაც სურთ მიიღონ მაღალი დონის მომსახურება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სიმყუდროვე, საკუთარი მაგნიტური სანაპირო და ის მომსახურებების მრავალფეროვნება, რომლის შესაძლებლობასაც დღეს „მაგნიკა რეზორტი“ იძლევა“ - ამბობს HSC Group გაყიდვების ხელმძღვანელი გვანცა გოგუა.

Businesspartner