ტურიზმი
21/10/2021

აღდგენა ნელი ტემპით - საქართველომ ტურიზმიდან 9 თვეში მხოლოდ $866 მლნ მიიღო

საქართველოში ტურიზმის აღდგენის ტემპი დაბალია. 2021 წლის 9 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 865.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

მხოლოდ სექტემბერში შემოსავალი 161.9 მლნ შეადგენდა, 933%-ით მეტი 2020 წელთან შედარებით, როდესაც ქვეყანა ტურისტებისთვის ჩაკეტილი იყო.

პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.582 მლრდ დოლარს აღემატებოდა, შესაბამისად, შემოსავლებში აღდგენა 33.5%-ია.

 

Businesspartner