ტურიზმი
11/09/2020
აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა
აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა.
პროექტში 25 მაღალკვალიფიციური გიდია ჩართული. ერთი თვის განმავლობაში ისინი 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს ესტურებიან და პანდემიის პირობებში აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაზე იმუშავებენ.
გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ანხორციელებს.
პროგრამის დაწყებამდე გიდებმა COVID სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისტანციური სწავლება გაიარეს.