ტექნოლოგიები
25/08/2022

უმსხვილესი ფინტექ კომპანია United Payment-ი საქართველოში შემოდის

თურქეთის უმსხვილესი FaaS (Fintech as a Service) კომპანია United Payment-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირების დასაწყებად ემზადება. რუმინეთსა და აზერბაიჯანში რეგიონალური ოფისების გახსნისა და გაფართოების შემდეგ, კომპანია საქართველოში შემოდის.

როგორც United Payment-ის აღმასრულებელი დირექტორის ილკერ სოზდინლერის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მიზანია რეგიონში წამყვანი Fintech სერვისების კომპანია გახდეს და ახალ ბაზრებზე ფინანსურ-ტექნოლოგიური მომსახურებები შეიტანოს. "ამ სფეროში ჩვენ ვიქნებით პირველი უცხოური კომპანია საქართველოში და ფინანსური ტრანზაქციების ინოვაციურ პროდუქტებს დავნერგავთ, რის შედეგადაც კომპანიებს ფინტექ სერვისების ახალ და ყველაზე ფართო სპექტრს შევთავაზებთ,’’ - ნათქვამია ილკერ სოზდინლერის განცხადებაში. მისივე თქმით, საქართველო წამყვანი ქვეყანაა რეგიონში, მის ბაზარზე შესვლით ფინანსური ტექნოლოგიების ექსპორტს განვახორციელებთ, რაც კომპანიის გლობალურ ბაზრებზე გაფართოებას გულისხმობს. 


United Payment-ი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ლიდერი კომპანიაა თურქეთში და ის როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე ერთადერთია, რომელიც FaaS (Fintech as a Service) ინდუსტრიაში კომპანიებს შემდეგ ფინანსურ მომსახურეობებს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს:

• Prepaid ბარათები და ციფრული საფულე
• Online და Offline გადახდები
• შიდა და საერთაშორისო ფულადი გზავნილები
• გადახდების Smart ყუთები და ჭკვიანი სეიფები
• ლოიალურობის პროგრამები

საქართველოში შემოსვლით United Payment-ი გახდება პირველი FaaS (Fintech as a Service) კომპანია, რომელიც აღნიშნულ სერვისებს ბაზარზე დანერგავს. კომპანიის ამბიცია და მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ბაზრის ლიდერთა შორის დაწინაურდეს. საქართველოში, ამ მიზნის მიღწევისთვის კი კომპანიის სათაო ოფისმა უკვე დანიშნა United Payment Georgia-ს გენერალურ დირექტორად ოქსფორდის უნივერსიტეტის კუსდამთავრებული, ნინო ჭედია, რომელსაც ფინანსურ სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია.

"უმსხვილესი ფინტექ კომპანიის საქართველოთი დაინტერესება და ბაზარზე შემოსვლა ნიშნავს ახალ ინვესტიციებს, სამუშაო ადგილებსა და ფინანსურ სფეროში ახალი სერვისების დანერგვას. ეს არის შესაძლებლობა ქვეყნის ფინტექ ეკოსისტემა საერთაშორისო ასპარეზზე გავხადოთ ცნობილი. ჩვენი მიზანია საქართველოს ბაზარზე მსოფლიოში პოპულარი ინოვაციური მომსახურეობები დავნერგოთ და ამ მიმართულებით გავხდეთ მოწინავე კომპანია. United Payment Georgia-ს უპირატესობა ბაზარზე უპირველეს ყოვლისა იქნება მისი გუნდი, ძლიერი დამფუძნებელი, სანდოობა, მოქნილობა, და რა თქმა უნდა ახალი ინოვაციური სერვისების იმპლემენტაცია.

აღსანიშნავია რომ, ჯგუფის დამფუძნებელთა სტრუქტურაში, საერთაშორისო უმაღლესი რეპუტაციის და სანდოობის ინსტიტუტებია გაერთიანებული. მათ შორის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და სხვა," - აცხადებს ნინო ჭედია.

ოპერირების დასაწყებად შესაბამისი ლიცენზიის მიღების მიზნით ,,United Payment Georgia’’ საქართველოს ეროვნულ ბანკს უახლოეს პერიოდში მიმართავს.