ტექნოლოგიები
01/02/2022

Sweeft Digital-ი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს

Sweeft Digital-ი უახლოეს მომავალში ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვაკო თურნავა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, გაფართოება უკვე კომპანია Elliot-თან ერთად გაგრძელდება. "ვაპირებთ ისეთი მიმართულებების განვითარებას როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, კრეატივი, მონაცემთა კონფიგურაცია, კამპანიების ოპტიმიზაცია და სხვა," – ამბობს ვაკო თურნავა.

შეგახსენებთ, რომ Sweeft Digital–მა ციფრული მარკეტინგის ქართული სააგენტო Elliot-ი ახლახანს შეიძინა.

Elliot-ი უკვე დღეიდან Making Science-ის ქოლგის ქვეშ მყოფ Sweeft Digital-თან გააგრძელებს ოპერირებას, რომელიც საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანიაა.

"მზად ვართ უფრო თავისუფლად შევცუროთ დიჯითალ სამყაროს უსაზღვრო შესაძლებლობებში," - ასე ეხმიანება Elliot-ი ახალ გარიგებას.

Sweeft Digital-ი კომპანია Elliot-ის შეძენამდე მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ისეთ სერვისებს სთავაზობდა, როგორიცაა:

აპლიკაციების შექმნა, ვებ დეველოპმენტი, ავტომატიზაციის პროგრამები, პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფა და ა.შ. თუმცა, დღეიდან კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზრებს ისეთ სერვისებს შესთავაზებს, რომელიც  ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიას ეხება.

ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან Sweeft Digital–ი საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, ხოლო 2021 წლიდან ესპანური კომპანია Making Science-ის წევრი გახდა.

Making Science ტექნოლოგიური და ციფრული მარკეტინგის კონსულტანტია, რომელიც სპეციალიზირებულია e-commerce-სა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020