Microsoft-ი ChatGPT-ისა და Bing-ის ერთობლივ AI პროდუქტს აძლიერებს
Microsoft Corp-ი მომხმარებლებისთვის AI-ის განახლებებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განახლებები გულისხმობს ChatGPT-ის, საძიებო სისტემა Bing-ისა და ღრუბლოვან სერვისების გაერთიანებას და მის ფართოდ ხელმისაწვდომობას.
პროცესი დაწყებულია, რითაც კორპორაცია ცდილობს შეამციროს სხვაობა Alphabet Inc-ისა და Google-ს შორის.
მთავარ ცვლილებებს შორისაა პირდაპირი ძიების შედეგების გავრცელება Bing-დან ChatGPT-ზე. აქამდე ორგანიზაციის პარტნიორი OpenAI-ის პასუხები მხოლოდ 2021 წლის მონაცემებით შემოიფარგლებოდა.
როგორც კომპანიამ ყოველწლიურ Microsoft Build კონფერენციაზე განაცხადა, ახლა, ChatGPT-ს შეუძლია Bing-ის ვებ შედეგების გამოტანა ფასიანი აბონენტებისთვის და მალე, ამას უფასო მომხმარებლებისთვისაც გააკეთებს.
„ამ სერვისებს, რომლებსაც ჩვენ ვაშენებთ, რეალურად შეუძლია გავლენა მოახდინოს არა ადამიანთა მცირე ჯგუფზე, არამედ, 8 მილიარდ ადამიანზე“ - განაცხდა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ რედმონდში, ვაშინგტონის Microsoft Build კონფერენციაზე გამოსვლისას.
კომპანია ასევე აფართოვებს Bing-ის შესაძლებლობებს, იყენებს OpenAI-ის მიერ მიღწეულ სტანდარტს და ბიზნესს საშუალებას აძლევს გაუმატივოს მომხმარებლებთან წვდომა მის საძიებო სისტემაში.
„მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ხელსაწყოს შეუძლია დაეხმაროს ვებ-მომხმარებელს, რომელიც ეძებს სადილის იდეებს კონკრეტული რეცეპტითა და ინგრედიენტებით. მას შეეძლება შეუკვეთოს Instacart-დან ერთი დაწკაპუნებით. ეს არის ძირეული ცვლილება იმაში, თუ როგორ გამოიყენებენ ადამიანები ინტერნეტს,” - განაცხადა Microsoft-ის სამომხმარებლო მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა იუსუფ მეჰდიმ.
Bing-ის განახლებები Microsoft-ის ძალისხმევის ნაწილია, დაიჭიროს გლობალური საძიებო რეკლამის სავარაუდო 286 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზარი.
ღრუბლოვანი სერვისის ახალი ფუნქციები ბიზნესს საშუალებას აძლევს შექმნას დანამატები, რომლებიც დაკავშირებულია Microsoft 365 Copilot-თან და მის ბიზნეს AI ასისტენტთან.
Microsoft-ის თქმით, დანამატს შეუძლია მარტივ ენაზე სთხოვოს AI-ს მოგზაურობის დაჯავშნა ან შესყიდვის კონტრაქტების სამართლებრივი საკითხების ახსნა. ბიზნეს ასისტენტ AI-ის გაძლიერება Microsoft-ის კიდევ ერთი მიზანია.
Microsoft-ის მსგავსად, Google-მაც დაიწყო ძირეული AI განახლებები თავის საძიებო სისტემაში, წარსული მონაცემებიდან ისწავლა როგორ უპასუხოს ღია შეკითხვებს, სადაც არ არის მკაფიო პასუხები ინტერნეტში.
სამომავლოდ, რომელ განახლებულ საძიებო სისტემას მიანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლები, ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან Google-ს ჯერ კიდევ არ აქვს ფართოდ დანერგილი თავისი ცვლილებები. თუმცა, მისი ჩეტბოტი, რომელიც ცნობილია როგორც Bard, ხელმისაწვდომია და უკვე შეიცავს Google-ის ძიების შედეგებით ინფორმირებულ პასუხებს.