ტექნოლოგიები
04/10/2022

Impel-ი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინა, ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ლიდერად აღიარეს

ქართული კომპანია პულსარის მიერ შექმნილი ტექნოლოგია Business Intelligence Group - ის მიერ სტრატუს ჯილდოს მფლობელი გახდა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში. ჯილდო გადაეცა საავტომობილო ციფრული ჩართულობის ტექნოლოგიის გლობალურ ლიდერ კომპანია Impel-ს (ყოფილი SpinCar), რომელმაც გასულ წელს შეისყიდა ქართული სტარტაპი “Pulsar AI”.

სტრატუსის ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან Cloud-ზე დაფუძნებული ინოვაციებით. მიმდინარე წლის Stratus ჯილდოს სხვა გამარჯვებულები Impel-თან ერთად არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Hewlett Packard, IBM, Red Hat.

2021 წელს ქართული სტარტაპის Შესყიდვის შედეგად, Impel-ის ციფრული ჩართულობის პლატფორმა აერთიანებს საავტომობილო ინდუსტრიის წამყვან Conversational AI ტექნოლოგიას ციფრული გაყიდვების, ავტომატური კომუნიკაციისა და გამოსახულების საუკეთესო აპლიკაციებთან. კომპანიის მუდმივმოქმედი ტექნოლოგია მომხმარებელს რთავს შესყიდვის პროცესში, აცნობს მას სიახლეებს და გავლენას ახდენს მის გადაწყვეტილებებზე. Impel - ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილების დილერებმა შეძლონ მომხმარებლებისათვის ისეთი მომსახურებების შექმნა, რომელიც მაქსიმალურად სწრაფ და კომფორტულ ურთიერთობას უზრუნველყოფს კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის.

"Impel არის მოწინავე კომპანია ქლაუდში პრაქტიკული ინოვაციების მართვის კუთხით" თქვა მარია ხიმენესმა, Business Intelligence Group-ის ნომინაციების მთავარმა ოფიცერმა.

“დღესდღეობით მომხმარებლები ნებისმიერ შემთხვევაში ელიან უწყვეტ კომუნიკაციას და პერსონალიზებულ გამოცდილებას“, - თქვა Impel-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევინ დალიმ. “ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიისა და პირველი მხარის ქცევითი მონაცემების გამოყენებით, Impel ეხმარება საცალო ვაჭრობას მომხმარებელთა უკეთესი გამოცდილების მოპოვებაში, ასევე,  ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ოპერაციული ეფექტურობის მიღწევაში. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, Business Intelligence Group-ის მიერ აღიარებულნი ვიყოთ გამარჯვებულად ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომლის ინდუსტრიაში მეტად ინტეგრირებაზე მუშაობასაც ვაგრძელებთ.

“Ასეთი დონის კომპანიებთან ერთად Stratus Award - ის მოპოვება Ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ ამ დროის ერთერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სფეროდ, მოწმობს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად იმყარებს მის პოზიციას მსოფლიოს ინოვაციების რუკაზე. Მოხარული ვართ, რომ ქართული გუნდის მიერ შექმნილი ტექნოლოგია სრულიად ახალ სიტყვას ამბობს ასეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში და ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციებზე დამკვიდრებას. Impel - ისთვის ამ ჯილდოს მიღება კიდევ უფრო მეტად გვამოტივირებს განვაგრძოთ ჩვენი ამბიციური გეგმებისაკენ სვლა ჩვენი ქართული და ამერიკული გუნდების ერთობლივი ჩართულობით” ამბობს დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI თანადამფუძნებელი და კომპანია Impel - ის ინოვაციების ხელმძღვანელი.