BTU კარლ ცაისის კავკასიის წარმომადგენლობასთან პარტნიორობით ბიოტექნოლოგიების კვირეულს მასპინძლობს
ბიოტექნოლოგიების კვირეული მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების ჩართულობით, ლექციების და მასტერკლასების სერიით მკვლევარებისთვის, სტარტაპებისთვის და მოსწავლეებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 16-18 ივნისს გაიმართება.
750 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ბიოტექნოლოგიების ბაზარი უპრეცედენტო ტემპით იზრდება მსოფლიოში. მხოლოდ 2020 წელს, ამ სფეროში არსებული ვენჩურული კაპიტალის ოდენობამ 23 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სფეროში ათასობით კომპანია მოღვაწეობს, ბაზრის ზრდა კი 16%-ით არის პროგნოზირებული 2028 წლისთვის. სინთეთიკური ბიოლოგია, ბიო მეგამონაცემები და მანქანური სწავლება, გენური ინჟინერია, ნანოტექნოლოგიები, ინდუსტრიული, სამედიცინო, გარემო და აგრიკულტურული ბიოლოგია - ის მიმართულებებია, რომელიც ბიოტექნოლოგიების მომავალს წარმოადგენს.
ბიოტექნოლოგიების კვირეული ტარდება კარლ ცაისის კავკასიის წარმომადგენლობასთან პარტნიორობით. კარლ ცაისი (CARL ZEISS AG) უძველესი კომპანიაა, რომელიც 1846 წლიდან არსებობს როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი, როგორც სამედიცინო ისე ბიოტექნლოგიების და ასტროლოგიის მიმართულებით. ცაისის სახელს უკავშირდება უმაღლესი ხარისხის ოპტიკა (ZEISS), რომელიც გამოიყენება მიკროსკოპიაში, ურთულეს სამედიცინო, სამეცნიერო და ასტროლოგიურ ხელსაწყოებში. პირველი ხომალდი მთვარეზე გაფრინდა ცაისის მონაწილეობით და ცაისი არის პლანეტარიუმის გამომგონებელი.აღსანიშნავია კარლ ცაისის კომპანიამ , რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას და არის გერმნიის სახელმწიფოს მფლობელობაში 1889 წელს (ერნსტ ებეს ინიციატივით) დააარსა საქველმოქმედო ფონდი: „კარლ ცაისის ფონდი“, რომლის მთავარი მისია არის მეცნიერების განვითარება. კარლ ცაისის წარმოება, რომლის შემოსავალი რამდენიმე მილიარდი, მთელი შემოსავლის თითქმის 40%-ს დებს ფონდში, რომელიც აფინანსებს მეცნიერების განვითარებასა და სამეცნიერო კვლევებს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
16 ივნისი - ოთხშაბათი
14:00 - 14:30 - საჯარო ლექცია: ,,კარლ ცაისი - ხელოვნური ინტელექტის და ბიოტექნოლოგიების ლიდერი” ნინო ლომუაშვილი, კარლ ცაისის ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;
14:30 - 15:00 - მასტერკლასი: ,,ციფრული ოპტიკა: კოსმოსიდან ცალკეულ მოლეკულამდე” პავლე ჭელიძე, აღიარებული ექსპერტი, სპეციალისტი უჯრედულ / ქსოვილურ ბიოლოგიაში, ორიენტირებულია თანამედროვე მიკროსკოპიის ტექნოლოგიებსა და ბიო-სტრუქტურების 3D / 4D ციფრულ გამოსახულებაზე.
15:00 - 15:30 - მასტერკლასი ,,ნანოტექნოლოგიების საფუძვლები” მზია ჟვანია, ნეირობიოლოგი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
15:30 – 16:00 – მასტერკლასი ,,ელექტრონული მიკროსკოპია და მიკროსამყარო ჩვენს გარშემო”
ლიკა ნადარაია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნანოტექნოლოგიისა და ნანომასალების მიღების დოქტორი, JEOL JSM6110, ZEISS-LEO 1525 და გამჭოლი ელექტრონული მიკროსკოპების სპეციალისტი.
სამიზნე ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები.
17 ივნისი - ხუთშაბათი
16:00 - 17:30 - მასტერკლასი: “ინტელექტუალური სურათები: სივრცესა და დროში აღბეჭდილი სიცოცხლე” პავლე ჭელიძე, აღიარებული ექსპერტი, სპეციალისტი უჯრედულ / ქსოვილურ ბიოლოგიაში, ორიენტირებულია თანამედროვე მიკროსკოპიის ტექნოლოგიებსა და ბიო-სტრუქტურების 3D / 4D ციფრულ გამოსახულებაზე.
სამიზნე ჯგუფი: ბიოტექ და ფარმაცევტული კომპანიები და სტარტაპები, აგრეთვე ტექნოლოგიებში მომუშავე ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
18 ივნისი - პარასკევი
16:00 - 17:30 - მასტერკლასი ,,ნანოტექნოლოგიები ბიოლოგიასა და მედიცინაში’’ მზია ჟვანია, ნეირობიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
სამიზნე ჯგუფი: ბიოტექ და ფარმაცევტული კომპანიები და სტარტაპები, აგრეთვე ტექნოლოგიებში მომუშავე ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე