ტექნოლოგიები
02/03/2021

ავთანდილ კასრაძე: EPAM-ი საქართველოში წლის ბოლომდე 1000 ადამიანს დაასაქმებს

ძალიან დიდია ინტერესი ისრაელიდან და გერმანიიდან კომპანიებისა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და გახსნან IT ოფისები, - ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შემდეგ ქვეყანაში უკვე შემოვიდა 2 მსხვილი კომპანია EPAM-ი და Exadel-ი.

„EPAM-მა 1 კვირის წინ გვითხრა, რომ უკვე 100 ადამიანი დაასაქმეს საქართველოში. ეს არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ფიქრობენ, რომ წლის ბოლომდე მათთან დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ს ასცდება. ასეთივე ამბიციური გეგმები აქვს Exadel -ს“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ და აღნიშნა, რომ დაინტერესება სხვა ქვეყნებიდანაც მაღალია.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  საერთაშორისო სტატუსის მქონე  IT კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, რაც ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას, ასევე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის გაუქმებას

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023