ტექნოლოგიები
30/10/2020

Apple ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონების სამეულში აღარ არის

Apple ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონების სამეულში აღარ არის. Yonhap News -ის ცნობით, 2020 წლის მესამე კვარტალში ლიდერობა სმარტფონების ბაზარზე სამხრეთ კორეულმა Samsung -მა დაიბრუნა. მისი წილი ივლის -სექტემბერში 22% იყო.

14%-იანი წილით მეორე ადგილზეა ჩინური Huawei, მესამეზე ასევე ჩინური Xiaomi, რომელიც ბაზრის 13%-ს ფლობს და ასწრებს Apple, რომელიც გაყიდვებით ბაზარზე მხოლოდ 11% იკავებს.

ხუთეულშია ასევე ჩინური OPPO – 8%-ით. მთლიანობაში მესამე კვარტალში მსოფლიოში 366 მლნ სმარტფონი გაიყიდა, წლიურად ზრდა 32%-ია.

Businesspartner