ტექნოლოგიები
27/12/2021

5G ქსელის დანერგვის ლიცენზიებზე აუქციონი 2022 წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება

5G ქსელის დასანერგად ლიცენზიების გასაცემად აუქციონები მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება.

აუქციონზე 4 სიხშირე გამოვა და საწყის ფასზე 80%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება.  

„დღეს დარჩენილია პროცედურული საკითხები. ვფიქრობთ, მომავალი წლის პირველი კვარტალი საკმარისი იქნება იმისთვის რომ შევძლოთ აუქციონების გამოცხადება.  ლიცენზიებზე ფასდაკლება 80%-მდეა შესაძლებელი. კონკრეტული განაკვეთი, ვიდრე აუქციონი არ გამოცხადდება ვერ იქნება დადგენილი, თუმცა, მაქსიმალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის 80%-იანი ფასდაკლებაც“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

კომუნიკაციების კომისიის წევრის განმარტებით, გამარჯვებულ კომპანიას მიეცემა 7 წლის ვადა არეალის დაფარვისთვის: ეს მოიცავს ქალაქების, საკურორტო ზონების, გზებისა თუ რკინიგზის დაფარვის კონკრეტულ ვალდებულებებს.  

„დაფარვის დაგეგმვისთვის ვიხელმძღვანელეთ მსგავსი პატარა, მთა-გორიანი ქვეყნების გამოცდილებით, სადაც გაშვებულია 5G ქსელი ან ლიცენზია არის გაცემული. ვალდებულება განაწილებულია 7 წელიწადზე, მაგრამ ამ ნაწილშიც ღია ვართ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას, მათ შორის ოპერატორებთან, რომ თუკი არსებობს საჭიროება ამ 7-წლიანი გეგმის კორექტირების, ამისათვის მზად ვართ“, - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ და აღნიშნა, რომ როგორც წესი, 3 წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების კომერციალიზაცია წაახალისებს ოპერატორებს დაფარვა უფრო სწრაფად განახორციელონ. 

კომუნიკაციების კომისიის წევრის თქმით, ოპერატორების მხრიდან ინტერესი არსებობს და მათთან მუშაობა გრძელდება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020