სტარტაპი
21/09/2020

"ზერო ეფექტი" ბრიტანეთის საბჭოს პროექტის გამარჯვებულია

"ზერო ეფექტი" ბრიტანეთის საბჭოს პროექტის გამარჯვებულია. ქართულმა სტარტაპმა კონკურსის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ საერთაშორისო კატეგორიაში გაიმარჯვა.

კონკურსში 7 ქვეყნის 90 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

"ზერო ეფექტი" საქართველოში პირველი, ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა, რომლის მიზანიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად საქართველოს მოქალაქეებისთვის პლასტმასის ეკომეგობრული ალტერნატივების შეთავაზებაა.

კომპანიის წარმომადგენლები ნული ნარჩენების პრინციპის დაცვით პროდუქციის ძირითად ნაწილს ქართველი მეწარმეებისგან იბარებენ.