სტარტაპი
22/12/2020

Voice Of Ecommerce და MY.GE ერთობლივ საინფორმაციო ვებინარების სერიას იწყებენ

Voice Of Ecommerce და MY.GE ერთობლივ საინფორმაციო ვებინარების სერიას იწყებენ.  

პროექტის ფარგლებში დარგის სპეციალისტები დამწყებ ბიზნესებს და ზოგადად ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებასა და გლობალური ბაზრის უახლოეს და ყველაზე წარმატებულ პრაქტიკას გაუზიარებენ E-commerce ბიზნესში. E-commerce ბიზნეს მოდელები, გაყიდვები, მარკეტინგი, ფეიმენთები, სასაწყობე და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ეს ის საკიტხებია რომელზეც ვებინარზე სპიკერები ყურადღებას გაამახვილებენ.

„Voice Of Ecommerce საქართველოს E-commerce ასოციაციის ონლაინ პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც სფეროთი დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაცვალონ აზრი, მოახდინონ კოორდინაცია ფორსმაჟორულ ვითარებაში და გამოხატონ საკუთარი შეხედულებები დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს E-commerce ასოციაცია  უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესის დაცვას სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს E-commerce ინდუსტრიის განვითარებას საინფორმაციო - საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებით. MY.GE-სა და E-commerce ასოციაციის საერთო ვებინარები მიზნად ისახავს უახლესი E-commerce ტრენდების გაცნობას დაინტერესებული აუდიტორიისათვის და მათ ინტეგრირებას ადგილობრივ ბაზარზე,“ - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი, ელ. კომერციის ასოციაციისვოის ოფ იქომერსპრეზიდენტი

„MY.GE-სთვის, როგორც პირველი ქართული E-commerce პლატფორმისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარება. ჩვენ მუდამ მზად ვართ, დავეხმაროთ, როგორც დიდ, ასევე დამწყებ ბიზნესებს გაციფრულებაში, რათა უფრო სწრაფი, მოქნილი და მყიდველზე ორიენტირებული სერვისი შესთავაზოს მომხარებლებს“ - განმარტავენ MY.GE-ში.

 

Businesspartner