TTM-მა GITA-ს 250 000 ლარიანი გრანტი მიიღო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა TTM-მა 250 000 ლარი გრანტი მიიღო.
TTM-მა შექმნა ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვის ჭკვიანი მოწყობილობა ISA, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს სიჩქარის დაცვას საგზაო ნიშნების მიხედვით. პროდუქტი განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კომერციული ავტომობილების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.