სტარტაპი
28/05/2021

"წავა რა" - დეკორატიული LED ნათურები ინტერიერისთვის

"წავა რა" მომხმარებლებს ინტერიერისთვის დეკორატიულ LED ნათურებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებლებმა „წავა რა“–ს შექმნის იდეაზე CBW- სთან ისაუბრეს.

''მეგობარი ბიჭისთვის საჩუქარს ვარჩევდი, მინდოდა რამე ორიგინალური, ხელნაკეთი და მისი ხასიათისთვის შესაფერისი. გავაკეთე დეკორატიული ნათურა და იმდენად მოეწონა იდეა, რომ გადავწყვიტეთ ეს პოზიტიური ემოციები სხვებისთვის გაგვეზიარებინა, ასე შეიქმნა ''წავა რა''.

პანდემიამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ჩვენს განვითარებას, შესაძლებელია ფილიალის გახსნაც, მაგრამ ახლა მხოლოდ დისტანციურად ვმუშაობთ. როდესაც ჩვენი ბრენდი გამოჩნდა ბაზარზე, ინტერესი დიდი იყო, რადგან პროდუქტიც განსხვავებულია. ძირითადად კონცენტრირებულნი ვართ "მოთამაშეთა" პლატფორმაზე, მაგრამ ჩვენი ბრენდი განკუთვნილია ყველა ასაკის მომხმარებლებისთვის," – აღნიშნავს, კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მცირე ნაბიჯებით ცდილობენ ბრენდის განვითარებას. ამ ეტაპზე ''წავა რა“–ს გუნდი ორი ადამიანისგან შედგება.

„სამუშაო დღე ასე გამოიყურება: შეკვეთის მიღების შემდეგ, პროგრამაში მზადდება სამუშაო ფაილი, შემდეგ ვჭრით მას ლაზერით, ვაყენებთ LED განათებებს, რომელ ფერსაც მომხმარებელი აირჩევს. შემდეგ ამ ყველაფრის მოწყობა, დაფასოება და მომხმარებლისთვის მიწოდება ხდება.

ამ ეტაპზე, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი დრო და ენერგია დავუთმოთ ამ საქმეს, მაგრამ გვაქვს გარკვეული იდეები მომავლისთვის და ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერი ”, - თქვა Tsava Ra- ს დამფუძნებელმა CBW- სთან.

Businesspartner