სტარტაპი
12/10/2022

The Devil Wears Responsibly - Phubber-მა ახალი პლატფორმა შექმნა

პირველმა ქართულმა ონლაინ მოდის პლატფორმა Phubber-მა ახალი პლატფორმა THE DEVIL WEARS RESPONSIBLY შექმნა. მიზანი მოდის მდგრადობის ცნობიერების ამაღლებაა.

სტარტაპში ამბობენ, რომ 2019 წლიდან Phubber-ს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული მდგრადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, რადგან მოდის მდგრადობა Phubber-ის დნმ-შია, მისი მთავარი ღირებულებაა.

"ჩვენ შევქმენით ახალი პლატფორმა: THE DEVIL WEARS RESPONSIBLY, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მდგრადობისა და ბრუნვადი მოდის შესახებ, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. 

დღესდღეობით, მოდა მეორე ადგილზე მყოფი ყველაზე დამაბინძურებელი და მავნე ინდუსტრიაა მსოფლიოში.

ჩვენს ახალ პლატფორმაზე შეხვდებით: საგანმანათლებლო სტატიებს, სიახლეებს მდგრადი მოდის შესახებ, მონაცემებს ტექსტილის შესახებ, მდგრად ბრენდებზე საინტერესო ინფორმაციებს და მათ მიდგომებზე ეკო ცნობიერების შესახებ", - განმარტავენ Phubber-ში.

რა არის მდგრადი მოდა?

მდგრადობა მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის თემაა. ეჭვგარეშეა, რომ მოდის ინდუსტრია გარემოს დიდი დამაბინძურებელია. UNECE-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოდის ინდუსტრია შეადგენს კაცობრიობის ნახშირბადის გამოყოფის 10%-ს, აშრობს წყლის წყაროებს და აბინძურებს ოკეანეს. წარმოებაში გამოყენებული ტექსტილის უმეტესი ნაწილი, უფრო სწორად, 85%, ყოველწლიურად ნაგავსაყრელზე ხვდება. გარდა ამისა, ტანსაცმლის უმეტესი ნაწილის რეცხვა ოკეანეში აგზავნის მიკროპლასტმასის და ტოქსინების მნიშვნელოვან რაოდენობას. ამ რიცხვების სწრაფმა ზრდამ მდგრადი ცხოვრების წესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, ვიდრე ოდესმე.

მაშ, რა არის მდგრადი მოდა და როგორ შეუძლია მას დადებითად შეუწყოს ხელი გარემოს? ტერმინის „მდგრადი მოდის“ ერთი განმარტება არ არსებობს, მაგრამ მისი აღწერის უმარტივესი გზაა „ტანსაცმელი, აქსესუარები, ფეხსაცმელი და ა.შ. წარმოებული, დამუშავებული, განაწილებული, გაყიდული და ეკოლოგიურად გამოყენებული. მდგრადი მოდა აგებულია სოციალურ სამართლიანობაზე, თანასწორობაზე, ცხოველთა კეთილდღეობაზე და ეკოლოგიურ მთლიანობაზე.

ყოველი ნეგატიური მოვლენის გამო, რომელიც ხდება მსოფლიოში ამ მომენტში (ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ცხოველთა ტანჯვა, წყლის დაბინძურება, ადამიანის უფლებების დარღვევა და ა. ყოველი მცირე წვლილი მნიშვნელოვანია.

როგორ შეუძლია მდგრადი მოდა ჩვენთვის სასარგებლო იყოს?

  1. მდგრადი შოპინგი მოიცავს მეორად შოპინგის და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ტანსაცმლის ყიდვას - რაც უფრო იაფია და ნივთები უფრო მეტხანს გაგიძლებთ, ვიდრე სწრაფი მოდის მაღაზიებიდან შეძენილი ნივთები.
  2. მდგრადი მოდა მოითხოვს ცოტა წყალს - მაგალითად: ორგანული ბამბა ამცირებს წყლის მოხმარებას 91%-ით. წყლის ნაკლები მოხმარება ნიშნავს უფრო სუფთა სასმელ წყალს.
  3. მდგრადი მოდა ეწინააღმდეგება ბავშვთა შრომას, მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს და უსაფრთხო სამუშაო პირობებს, ის ასევე იცავს ცხოველთა სიცოცხლეს.
  4. მდგრადი მოდა ამცირებს თქვენი პირადი ნახშირბადის კვალს.

ფაბერი არის მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოდა, მდგრადი შოპინგი და სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და სილამაზის პროდუქტები ერთ სივრცეში.