სტარტაპი
21/04/2023

თბილისი 5-7 სექტემბერს Surge summit-ს უმასპინძლებს

თბილისი 5-7 სექტემბერს Surge summit-ს უმასპინძლებს.

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალურ აზიაში არსებული განვითარებადი სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის მასშტაბური ღონისძიება წელს პირველად ტარდება. გლობალური სამიტი სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეხმარება, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და ახალი შესაძლებლობები.

Surge summit-ის CEO სანია კუმარი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ აღნიშნული სამიტი სტარატაპებისთვის კარგი შესაძლებლობაა მიიღონ ცოდნა ექსპერტთა პანელებისა და სემინარების საშუალებით. 

"წელს პირველად აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის გლობალური სამიტი თბილისში ტარდება. ჩვენ ვაძლევთ პლატფორმას სტარტაპებს, რათა წარმოაჩინონ თავიანთი იდეები და დაუკავშირდნენ ინვესტორებს. მათ შეუძლიათ გაეცნონ უახლეს ტენდენციებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

საქართველოს აქვს ძლიერი და მზარდი სტარტაპ ეკოსისტემა, მრავალი ინოვაციური იდეით და ნიჭიერი მეწარმეებით. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული სტარტაპების ევროპელ ინვესტორებთან დაკავშირებით, დავეხმარებით მათ ზრდას და წვლილს შევიტანთ რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის წარმატებაში."- აცხადებს სანია კუმარი. 

ღონისძიება მოიცავს აქტივობების მათ შორის, შეჯიბრებას, სესიებს და ექსპერტთა პანელებს. კონფერენციას მხარს უჭერს საინვესტიციო კომპანია Presto Ventures, რომელიც სამიტზე გამარჯვებულ სტარტაპკომპანიას საპრიზო თანხას გადასცემს.