სტარტაპი
19/11/2021

სტარტაპი "კვალიფიკა" GITA-ს ₾650 000-იანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა "კვალიფიკამ" გაიმარჯვა, რომელიც წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ სტარტაპს და ბიზნესებს სთავაზობს მომხმარებლების იდენტიფიცირებისა და ვერიფიკაციის თვითმომსახურებას.

თუკი აქამდე მომხმარებელს საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად ორგანიზაციაში ვიზიტი სჭირდებოდა, ახლა უკვე ამის განხორციელება შესაძლებელია 2 წუთში, ნებისმიერი ადგილიდან, სმარტფონის ან კომპიუტერის მეშვეობით. მსოფლიოში უამრავი კომპანიაა ინტერნეტ ბანკინგის, დაზღვევის და სხვა წამყვან ინდუსტრიებში, რომლებსაც მსგავსი მომსახურება  სჭირდება. კომპანია  დღეს უკვე 20-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება და არის ყველაზე დიდი სერვისის პროვაიდერი რეგიონში. კვალიფიკას უპირატესობა პროდუქტის სიმარტივეშია - სერვისის გამოყენება ინტეგრაციის გარეშეც არის შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დეველოპმენტის რესურსს. 

"კვალიფიკას" მთავარი მიზანი ამ ეტაპზე  გლობალური ზრდაა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650,000 ლარიანი გრანტი მოხმარდება პროდუქტის კიდევ უფრო განვითარებასა და აქტიურ ზრდას რეგიონსა და გლობალურ ბაზარზე .

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

 

Businesspartner