სტარტაპი
12/04/2023

სტარტაპი DADE 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნდა

ელექტრონული კომერციის მობაილ აპლიკაცია DADE რებრენდიგის და 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი თეა ქრისტესიაშვილი აცხადებს, ყველაფერი თავიდან დაიწყეს, თავიდან დაიწერა აპლიკაციაც, რომელშიც ჩაშენებულია გადახდის და დელივერ სისტემაც.

"ბიზნესმოდელი შევცვალეთ, არ არის აუცილებელი შპს-ს ან კომპანიას წარმოადგენდეს პირი, ნებისმიერს შეუძლია განათავსოს პროდუქტი, გაყიდოს, იყიდოს ან გააჩუქოს. ამ ეტაპზე 20 000-ზე მეტი ნივთია განთავსებული.

აპლიკაციაში ჩაშენებული ჩათის საშაულებით მომხმარებლებს შეუძლიათ კომუნიკაცია მარტივად დაამყარონ, ან სხვა სივრცეში პირადად დაუკავშირდნენ სელერებს. ბოლო პერიოდის დაკვირვებით უფრო ტენდენციურია აპლიკაციაშივე შეძენა. ამ შემთხვევაში საკომისიო 7%-ია. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი თანხების მოზიდვაზე, რომ ჩვენი პროდუქტი მეზობელი ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ,"-ამბობს თეა ქრისტესიაშვილი.

DADE 13 კატეგორიას აერთიანებს, რომელიც მოიცავს მოდას, ელ.გაჯეტებს, არტ ნივთებს და ამის მიხედვით მომხმარებლები ანთავსებენ მეორად და ახალ ნივთებს. უკვე 30 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩამოტვირთული აპლიკაცია და რეგისტრირებულია 22 000 მომხმარებელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის 3000 სელერი.

DADE-ს იდეა 2018 წელს გაჩნდა, აპლიკაციაზე ქართულმა IT კომპანია Lemondo-ს გუნდმა იმუშავა. ამჯერად კი განახლებული ვერსია Noxtton-თან თანამშრომლობით შექიმნა. მობაილ აპლიკაცია, Android და IOS სისტემებზეა გათვლილი, მომხმარებელს შეუძლია გაყიდოს ყველაფერი, სამოსი, ტექნიკა, წიგნები, ხელოვნების ნიმუშები, და ა.შ შეზღუდვა არის მხოლოდ საკვებ პროდუქბზე, უძრავ ქონებაზე, მანქანებზე და სააფთიაქო ხაზზე.