სტარტაპი
03/08/2020
სტარტაპებში ინვესტირება ისევ მოთხოვნადი ხდება
სტარტაპებში ინვესტირება ისევ მოთხოვნადი ხდება. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სტარტაპებში კერძო ინვესტიციების ჩადების პროცესი შეჩერდა, თუმცა ინოვაციებში თანხების დაბანდებით დაინტერესება ეტაპობრივად ძველ ნიშნულებს უბრუნდება.
სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ეს ლოგიკური იყო, ვინაიდან როგორც ყველა სექტორში ინვესტორები სტარტაპების დაფინანსებაშიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, კერძო ინვესტიციების კლების მიხედავად, არ შეჩერებულა სახელმწიფო პროექტები და საგრანტო პროგრამები შეუფერხებლად მიმდინარეობს.