სტარტაპი
29/03/2021

QuickID ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე გასვლას გეგმავს – როგორია სტარტაპის განვითარების გეგმა

ინოვაციური ონლაინ პლატფორმა QuickID, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პერსონალის ეფექტური მართვა, პროდუქტიულობის აღრიცხვა და მისი გაზრდა, საქართველოს შემდეგ ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გასვლას გეგმავს.

კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი ებრალიძე „ბიზესპარტნიორთან“ ამბობს, რომ საწყის ეტაპზე პროექტი სრულად ფოკუსირებულია საქართველოზე, თუმცა განვითარების გეგმაშია არაერთი ინოვაციური ფუნქცია და შესაძლებლობა, რომელიც QuickID–ის ბიზნესისთვის განუყოფელ პლატფორმად აქცევს.

„ვგეგმავთ პროექტის განვითარებას როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში უახლოეს 2–3 წელიწადში. ევროპის ბაზარზე შეღწევა იგეგმება ესპანეთიდან, სადაც ერთ-ერთი დამფუძნებელი ცხოვრობს და მოღვაწეობს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა პროდუქტი თავსებადი იყოს ევროპულ რეგულაციებთან, რომლებიც გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული კანონმდებლობა (ისეთი რეგულაციები როგორციაა მაგალითან GDRP). აშშ-ს ბაზარზე პროდუქტის განვითარებას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მეშვეობით ვგეგმავთ და ნიუ–იორკით დავიწყებთ,“– აღნიშნავს, ირაკლი ებრალიძე.

ინფორმაციისთვის, QuickID ონლაინ ღრუბლოვანი პლატფორმისა და სმარტფონ აპლიკაციის ერთობლიობაა, მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ოფისში, ისე სახლიდან ან მოშორებული ლოკაციიდან მომუშავე პერსონალის აღრიცხვა, თანამშრომლებს მხოლოდ და მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვა და აქტივაცია სჭირდებათ.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $100 000-ია. ფინანსირების ძირითადი წყარო დამფუძნებლებს და ამერიკულ კომპანი Centigral Ventures, LLC ეკუთვნის.