სტარტაპი
26/08/2021

Payze-მა Y Combinator-ის მხარდაჭერა მოიპოვა

კომპანია Payze-მა Y Combinator-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ის პირველი ქართული სტარტაპია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიზნეს აქსელერატორის მხარდაჭერა აქვს.

"ფეიზი არის პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც Y Combinator-ის მხარდაჭერა მოიპოვა!

Y Combinator მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიზნეს აქსელერატორია , რომელიც კომპანიებს ბიზნეს მოდელისა და სერვისის დახვეწაში ეხმარება. აღნიშნული პლატფორმა ისეთი კომპანიების ინვესტორია, როგორებიცაა: Stripe, Dropbox, Coinbase, Twitch და ა.შ.

მადლობა ყველას, ვინც ამ თავგადასავალის განმავლობაში მხარს გვიჭერდით", - წერს სტარტაპი სოციალურ ქსელში.

Payze არის უნივერსალური გადახდის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ეხმარება ნებისმიერი ტიპის ელექტრონულ კომერციულ პლატფორმას ონლაინ გადახდების განხორციელებაში. 

სტარტაპი 500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულია, ის ასევე არის არაერთი ჯილდოსა დაგრანტის მფლობელი, მათ შორის მოპოვებული აქვს GITA-ს გრანტი, ასევე Visa Everry Initiative-ის ჯილდო. 

 

Businesspartner