სტარტაპი
21/04/2021

OxGen-მა 650000 ლარიანი გრანტი მიიღო - სტარტაპმა GITA-სთან ხელშეკრულება გააფორმა

GITA -ს 650 000 ლარიანი გრანტი სტარტაპმა OxGen-მა მიიღო. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და OxGen–ს შორის საგრანტო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

OxGen სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. კომპანიის მიზანია, სპეციალიზირებული პროდუქციის ხაზით დაიკავოს ნიშა მსოფლიო ბაზარზე.

„სინთეზური ბიოლოგიის გამოყენება ახალი სიტყვაა დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ახალი თაობის სწრაფი და ეფექტიანი ტესტ სისტემები.GITA - ს გრანტით ნატახტარში ბიოტექნოლოგიური წარმოების შექმნას ვგეგმავთ, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო დანადგარითა და სტანდარტით.“– აცხადებენ OxGen–ში.

კომპანიის კოლაბორატორები არიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია. 2023 წელს კომპანია გეგმავს მისი წარმოების ძირითადი ნაწილის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ინფომაციისთვის, შპს OxGen–ი GRDF-CDC პროგრამის დაფინანსებით, ვლადიმერ ბარამიძემ 2014 წელს დაფუძნდა. კომპანია მოიცავს პარტნიორებს იაპონიასა და გერმანიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

 

 

 

 

 

 

Businesspartner