ნათია თურნავა: ქართულმა სტარტაპებმა ₾200 მლნ-ის კაპიტალის მოზიდვა შეძლეს
ქართული სტარტაპებისდემი ინტერესი იზრდება.
ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა, რომ სტარტაეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო რამდენიმე წელია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, რამაც ქართული სტარტაპებებისადმი გლობალური კომპანიების დაინტერესება გამოიწვია.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სტარტაპებისთვის სხვადასხვა კონკურსია გამოცხადებული და მათ GITA სხვადასხვა გრანტით აფინანსებს.
"ფინანსდება საწყისი ხარჯები საწყისი ხარჯები, ამ პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 200-მდე სტრატაპმა, საიდანაც მიიღეს 20 მლნ ლარის დაფინანსება, თუმცა ამის ფონზე მათ შეძლეს გლობალურ ბაზარზე გასვლა და 200 მლნ ლარის კაპიტალის მოზიდვა, არის დაინტერესება სილიკონი ველიდან. იგეგმება ამ პროგრამების გაფართოება, კვლავინდებურად დარჩება 150 000 ლარიანი პროგრამა, 650 000 ლარიანი პროგრამა კი შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა თურნავამ.
მან ასევე აღნიშნა, ქვეყანაში 50 მლნ დოლარიანი ვენჩურული ფონდის შექმნის მნიშვნელობაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და Catapult Georgia-სთან პარტნიორობის ხელშეკრულება ოქტომბერში გააფორმა, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში $50 მლნ–ის ინვესტირებას განახორციელებს.
GITA 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.
Catapult–ი ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება განახორციელეს 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია Jet.com-ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), Dollar Shave Club-ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), Freshly-ში (შეიძინა Nestle-მ $1,5 მილიარდად) IfOnly-ში (შეძენილია Mastercard-ის მიერ) MapR Technologies-ში (შეძენილია HP-ის მიერ) და მრავალი სხვა. ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს Madison Reed, Qumulo, InsideView, Price.com, Zenplace, Kanler, Joy, Manufactured.Net, BillFloat და ბევრ სხვა კომპანიას, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. Catapult Ventures-ის პარტნიორები საქართველოში არიან “სტარტაპ გრაინდ თბილისი” და US Market Access Center.