სტარტაპი
17/06/2021
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ქართულ სტარტაპ პროექტებს გაეცნო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ტექნოპარკში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმასპინძლა.
ანა ბიერდეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ. ღონისძიებას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს გაეცნო, შეხვდა წარმატებულ ქართულ სტარტაპებს (ქარუ, კრიპტეს აი ქიუ, ფაბერი, ბიოქიმფარმი, ელვენ ტექნოლოჯი) და ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ პირადად მოისმინა.