ფოტო: marketer.ge
სტარტაპი
13/10/2021

ქართული სტარტაპი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის

ქართული სტარტაპი Payze 2021 წლის ნოემბრიდან უზბეკეთის ბაზარზე შედის.
 
2022 წლის პირველ კვარტალში კი კომპანიის სერვისები ხელმისაწვდომი უკრაინასა და ყაზახეთშიც იქნება. გუნდი ამჟამად 20 ადამიანისგან შედგება და იზრდება სწრაფად, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებით.
 
Payze-მა ოპერირება 2021 წლის იანვარში დაიწყო და 9 თვეში 250,000 ონლაინ გადახდა გაატარა. ის საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და იზრდება სწრაფი ტემპით.
 
კომპანიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიან საგრანტო პროგრამაშიც გაიმარჯვა. საგრანტო ხელშეკრულება ტექნოპარკში უკვე გაფორმდა.
 
PAYZE ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპია, რომლის მიზანიც ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის, მის მიერ მიწოდებული სერვისის სანაცვლოდ, ციფრული გადახდების მიღების გამარტივებაა. PAYZE 500 Startups-ის პროგრამის გამარჯვებული და პირველი სტარტაპია რეგიონიდან, რომელიც შეირჩა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Ycombinator-ის (YC) აქსელერაციის პროგრამის მიერ. YC-მ ასევე, თავის მხრივ, კომპანიაში ინვესტიციაც განახორციელა. YC-თან ერთად, PAYZE-ის ინვესტორთა სია აერთიანებს, როგორც მსხვილ ვენჩურულ ფონდებს, ასევე „ანგელოზ ინვესტორებს“, რომელთა სახელებსაც უკავშირდება კომპანიებისთვის Unicorn სტატუსის მიღწევა. ასევე, PAYZE-ის არსებულ ინვესტორებს პირდაპირი კავშირი აქვთ ისეთი კომპანიების წარმატებებთან, როგორიცაა Square & Twitter, Dropbox და აშ.
Businesspartner