სტარტაპი
22/07/2023

ქართული სტარტაპი "კომპანიონი" ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტს ქმნის

ახალი ქართული სტარტაპი „კომპანიონი“ ინსტრუმენტს ქმნის, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავის 2-ს“ სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ილია მჭედლიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, პროექტის მიზანია კომპანიებსა და კერძო პირებს  ახალი, ინოვაციური ხელსაწყო შესთავაზოს, რომელიც მთლიანად  ონლაინ შეხვედრებისა და მათი თანმდევი პროცესების ოპტიმიზაციაზე იქნება ორიენტირებული. ამის საჭიროებაც პანდემიის პერიოდში, დიჯიტალიზაციის პროცესის დაჩქარებამ გამოიწვია, სადაც მრავალი გამოწვევა გამოიკვეთა, მათ შორის, ერთიანი სივრცის არ არსებობა, რისი დახმარებითაც ადამიანები ონლაინ შეძლებდნენ ინფორმაციის მიმოცვლას, ჩაწერასა და ამ შეხვედრის გაანალიზებას.  

როგორც ქართული სტარტაპის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, „კომპანიონი“ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ერთიან სივრცეს შექმნის, საიდანაც ყველა აქტივობის განხორციელება იქნება შესაძლებელი, მაგალითად ონლაინ შეხვედრის ტრანსკრიფტი (ინტერვიუს ან ფოკუს-ჯგუფის აუდიო-ჩანაწერის ქაღალდზე გადატანის („გაშიფვრის“) შედეგად მიღებული ტექსტი).

„ჩვენს მომხმარებელს ერთიან სივრცეს ვთავაზობთ, სადაც ერთი ან რამდენიმე კალენდარის ეფექტურად მართვა და ორგანიზებაა შესაძლებელი. ასევე, ყველა ის თანმდევი დოკუმენტი, რომელიც შეხვედრას შეიძლება თან ახლდეს, მომხმარებელს შეუძლია  ერთ სივრცეში მოათავსოს, ასევე  ყველა აქტივობა ერთ სივრცეში განახორციელოს.

მთლიანობაში, ყველაფერი იმისკენაა მომართული, რომ ადამიანებმა დროის რესურსი დაზოგონ და ასევე შეხვედრა იყოს გაანალიზებული, რაც მის ეფექტიანობასაც განსაზღვრავს,"-აცხადებს მჭედლიშვილი.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სტარტაპის დეველოპმენტი მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში  სამუშაო ვერსიის მომხმარებლისთვის შეთავაზება მოხდება, რის შემდეგაც უკუკავშირის საფუძველზე ინსტრუმენტი მეტად დაიხვეწება.

რაც შეეხება სტარტაპის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს, როგორც მჭედლიშვილი ვარაუდობს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ბაზრის ათვისება მოხდება, მათი სამიზნე ევროპის ქვეყნები და ამერიკა იქნება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023