სტარტაპი
27/07/2020

ქართული სტარტაპი "ბილდ აი ოუ თი" მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებს

ქართული სტარტაპი „ბილდ აი ოუ თი“ მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებს.

ედისონის ტექნოლოგიური სკოლისთვის შექმნილი ახალი ტექნოლოგია სტარტაპ ვორლდ ქაპ-ში მიიღებს მონაწილეობას. პლატფორმა მსურველებს იდეების პროტოტიპირებაში ეხმარება.

ტექნოლოგიის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს მოკლე დროში შეუძლია ბლოკ-სქემების ერთმანეთზე ლოგიკური მიერთებით და შემდგომ მათი დაპროგრამებით ნებისმიერი იდეის ჩამოყალბება, მაგალითისთვის ჭკვიანი სახლის ან მანქანის, რომელიც დამოუკიდებლად ივლის.

პლატფორმით საქართველოში უკვე ასზე მეტი ბავშვი სწავლობს ტექნოლოგიებს, თუმცა სტარტაპერები გეგმავენ, რომ ის უფრო ფართო საზოგადოებას შესთავაზონ და პროდუქტი საზღვრებს გარეთ გაიტანონ.