სტარტაპი
28/07/2023
"ქართულ სტარტაპებს საერთაშორისო კონკურსებზე წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ"
პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიურ სტარტაპ STORI AI--ში აცხადებენ, რომ ქართულ სტარტაპებს საერთაშორისო კონკურსებზე წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე სილიკონის ველზე ჩასახულ ნებისმიერ ბიზნეს წამოწყებას.
"თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა, ერთი ხმის სანაცვლოდ უზარმაზარი ნახტომი იქნება ჩვენი სტარტაპის სამომავლო წარმატების გზაზე. გთხოვთ გადახვიდეთ ამ გვერდზე და დააკლიკეთ Notify me"- აღნიშნავენ კომპანიაში.
STORI AI ქართული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რამდენიმე წამში ქმნის ბრენდს და კრეატიულ მარკეტინგულ კონტენტს, როგორც ტექსტის, ისე ფოტოებისა და პოსტერების სახით.
სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულიცაა.