სტარტაპი
22/10/2021

iVi Legal-მა საქართველოს უნივერსიტეტის ფონდისგან ₾30 000-ის ინვესტიცია მოიზიდა - სტარტაპის გეგმები

ქართულმა სტარტაპმა iVi Legal-მა 30 000 ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. UG Startup Factory-ს მეშვიდე აქსელერაციის პროგრამაში სტარტაპში ინვესტირება საქართველოს უნივერსიტეტის ფონდმა მოახდინა. 

iVi Legal სტარტაპია, რომელიც სხვადასხვა პროცედურული საკითხების ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამარტივებას ისახავს მიზნად.

iVi Legal-ის წარმომადგენელი ლანა ფილიშვილი ამბობს, რომ სტარტაპზე მუშაობა გუნდის დიდი ხნის სურვილი იყო.

"ლოგისტიკის სფეროში ვხედავდით ბევრ პრობლემას რაც გამოწვეული იყო არადროული იურიდიული რეაგირებით, ენის ბარიერით, ვინაიდან კომპანიებს იურისტი მხოლოდ იმ ქვეყანაში ყავდათ, სადაც იყვნენ რეგისტრირებულები. მივხვდით, რომ პრობლემაც ეს იყო და დავიწყეთ იმაზე ფიქრი თუ როგორ გავამარტივებდით იურიდიულ პროცესებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

პრობლემის დანახვამ გვიბიძგა იმისკენ, რომ დაგვეწყო პროექტზე მუშაობა და ასე შეიქმნა ივი ლეგალი, რომელიც აერთიანებს კონკრეტული სფეროს იურისტებს ერთ სისტემაში და კომპანიებს სთავაზობს სრულ იურიდიულ დაცვას. გაციფრულება გვეხმარება კომუნიკაციაში, სწრაფ რეაგირებაში, ენის ბარიერის არქონაში და ასევე შესაძლო რისკების ანალიზში. ადრეულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია გაიგო რამდენად ღირებულია შენი იდეა და რამდენად რეალურია მისი განხორციელება, ამისთვის საჭიროა აქსელერაციის პროგრამა", - განმარტავს ლანა ფილიშვილი.

იდეის დახვეწასა და პროდუქტის შექმნაში გუნდს Ug startup factory დაეხმარა. iVi Legal-ში ამბობენ, რომ Ug startup factory-სგან ასევე მიიღო საჭირო კონტაქტები, სამუშაო სივრცე, მოვისმინა სხვა სტარტაპერების გამოცდილება, ასევე მიიღო გამოცდილება ინვესტორებთან კომუნიკაციის სწორად წარმართვაში, მათი დახმარებით შეძლო სტარტაპით დაეენტერესებინა სხვები და პირველი ინვესტიციაც მოიზიდა.

"ჩვენი სრული ერთგულება ჩვენს მომხმარებელს! ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მიზნად ისახავს მათი იურიდიული რისკებისა და ხარჯების შემცირებას, თუმცა ამის პარალელურად კომფორტის გაზრდას.

მთლიანად დავარღვიეთ სტანდარტული იურიდიული ბაზარი და დავნერგეთ ციფრული იურიდიული მომსახურეობა მაშინ, როცა ჩვენი ტიპიური კონკურენტები მიჰყვებიან გამოცდილ და მათთვის ჭეშმარიტ ფორმულას. ჩვენ სრულიად ხელმისაწვდომი ვართ მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს. ამდენად, ხშირი კონტაქტი გვაქვს მათთან ხშირად იმ საკითხების განხილვა, რომლებიც არაფერ შუაშია იურიდიულ საკითხებთან; სამედიცინო ამბები, ოჯახური კრიზისი (ან ტრიუმფი), ხუმრობები, აქტუალური საკითხები. გვჯერა, რომ თუ ჩვენ გვსურს პირადი კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ხელმისაწვდომნი ჩართულობის ყველა დონეზე და, ფაქტობრივად, ჩვენ გვინდა კიდეც ვიყოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის განმასხვავებელი სხვა არსებული სტარტაპებისგან", - განმარტავს ლანა ფილიშვილი.

ამ ეტაპზე კომპანია სრულად დაკავებულია პროტოტიპის შექმნით.

"ძლიერი გუნდი არის მაღალი ხარისხის ბიზნესის საფუძველი და კარგი გუნდური ეთიკა შეიძლება დიდწილად იყოს პასუხისმგებელი ორგანიზაციის წარმატებისა და გამართული მუშაობისთვის.ჩვენ ღიად ვურთიერთობთ ერთმანეთთან, ვუზიარებთ აზრებს, მოსაზრებებს და იდეებს ერთმანეთს. აუცილებლად ვამახვილებთ ყურადღებას მიზნებზე, შედეგებსა და შეცდომებზე, რასაც შემდეგ აუცილებლად ვუბრუნდებით და ვცდილობთ გამოსავალი ვიპოვოთ. ჩვენი გუნდის სიძლიერე მრავალფეროვნებაში და საქმისადმი დამოკიდებულებაშია. ძლიერი მხარეების გამოყენება პირველ რიგში იმაზეა, თუ რამდენ ენერგიას ან ვნებას იღებ ამოცანის ან საქმიანობისგან და მეორე იმაზე, თუ რამდენად კარგი ხარ ან შეგიძლია გახდე მასში. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გადანაწილებული ჩვენი ძლიერი მხარეები რაც გვეხმარება სწორი და მყარი ნაბიჯებით ვიაროთ წინ.

ახლო მომავალში გვინდა საქართველოს ბაზარზეც აქტიურად დავიწყოთ ოპერირება, ვინაიდან ამ ეტაპზე თურქეთის ბაზარი უკვე ათვისებული გვაქვს და მომხმარებელიც ჩვენს ყველა გადადგმულ ნაბიჯს დიდი სიხარულით იზიარებს. მძიმე შრომა ყოველთვის მუშაობს. ხშირად მძიმე შრომა არაფერს ნიშნავს, თუ ის არ არის ორიენტირებული და სტრატეგიული. ამიტომ ჩვენ გვაქვს სწორი სტრატეგიული გეგმა რის მიხედვითაც ვაგრძელებთ განვითარებას", - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" ლანა ფილიშვილი.

შეგახსენებთ, iVi Legal ციფრულ იურიდიული პლატფორმაა ლოგისტიკური ინდუსტრიისთვის. ის ერთიანი მომსახურების სისტემურ ჯაჭვს ქმნის ციფრული პლატფორმის საშუალებით.

კავკასიის რეგიონში ჯგუფის კვალიფიციური, მრავალენოვანი იურისტებისა და დინამიური ციფრული პლატფორმის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება რეაგირების დრო და მინიმუმამდეა დაყვანილი დამატებითი ხარჯების წარმოშობის რისკები.