Impact Accelerator-ი გერმანიაში იდეების კონკურსის გამარჯვებულია
Impact Accelerator გერმანიაში იდეების კონკურსის გამარჯვებულია. თინათინ ღოლაძის იდეა სააქსელერაციო მხარდამჭერი პროგრამის შექმნაა გერმანელი და ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომელიც სოციალურ ინოვაციებზე იქნება ორიენტირებული.
„დიალოგი მომავლისთვის - საერთაშორისო ნეთვორქინგ კონფერენცია, 3-5 ივნისს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო დიჯიტალიზაციისა და მდგრადი განვითარების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და ექსპერტების ურთერთდაკავშირება, იდეების გაცვლა და კოოპერაციის ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა მონაწილემ გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ღონისძიების ფარგლებში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიების მონაწილეთა მიერ ინოვაციური იდეების წარდგენა, საიდანაც ჯერ ხმათა უმრავლესობით, შემდეგ კი ჟიურის მიერ 5 გამარჯვებული იქნა გამარჯვებული. ჩემი პროექტი პირველ ადგილზე გავიდა. მივიღე ფულადი ჯილდო და შემოდგომაზე გერმანიაში პროექტის განსავითარებლად წასვლის შესაძლებლობა. გ
ამარჯვებული იდეა წარმოადგენს Impact Accelerator-ს ქართველი და გერმანელი ახალგაზრდების თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშესაწყობად,“ - განმარტავს გამარჯვებული პროექტის ავტორი თინათინ ღოლაძე.