სტარტაპი
24/09/2020

GITA სტარტაპებს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სიახლეს სთავაზობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპებს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სიახლეს სთავაზობს.

პროტოტიპირების გრანტების თანხა 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა და პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 15 სტარტაპი დაფინანსდა.

GITA-ს მცირე გრანტების პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის; ასევე ქართული პროდუქტების/სერვისების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციასა და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება: კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა; პროტოტიპი ანუ პროდუქტის/ სერვისის პირველადი/ადრეული ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის, ფუნქციური შესაძლებლობების გამოსაცდელად; ინოვაციური მოწყობილობები და კომპიუტერული პროგრამები.

პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: პროექტის გუნდის კომპეტენცია, ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა, კონკურენტული უპირატესობა, პროდუქტი/ტექნოლოგია, დრო/შემოსავალი.

მცირე გრანტების პროგრამის კომისია დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, როგორიცაა:

1. დავით ჩეჩელაშვილი - მაღალტექნოლოგიური მეწარმე, ტექ. კომერციალიზაციის ექსპერტი და გლობალური სტარტაპების დამფუძნებელი;
2. თეიმურაზ მამაცაშვილი - მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ბიზნესის ანალიზის მიმართულებით. ენტერპრენერული და ბიზნეს პროექტების შეფასებისა და დაფინანსების მრავალწლიანი გამოცდილებით;
3. გიორგი ტუხაშვილი - Startup Grind Tbilisi - ის თანადამფუძნებელი;
4. იური სადოევი - ბიზნესის მენეჯერი და კონკულტანტი პროცესის ოპტიმიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში;
5. ლაშა გორგოშიძე - საქართველოს ნაციონალური სტარტაპების ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023