სტარტაპი
23/06/2021
GITA სტარტაპებისთვის ₾100 000-იანი გრანტების ახალ რაუნდს იწყებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მორიგ რაუნდს იწყებს.
ტექნოპარკში პროგრამას სააგენტო დღეს 12:00 საათზე უკვე მეშვიდედ გამოაცხადებს.
საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის ტექნოპარკის ეზოში, გარე სივრცეში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე წარადგენს.
ღონისძიებას თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები დაესწრებიან.