სტარტაპი
13/09/2022

GITA-ს მხარდაჭერით, ბათუმმა Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა

GITA - ს მხარდაჭერით, ბათუმმა Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა, რომელშიც ქართველი სტარტაპები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული  2022 წლის 30 სექტემბერს გაემგზავრება სილიკონის ველიზე მსოფლიოს უდიდესი სტარტაპ კონკურსის ფინალურ ეტაპზე, სადაც ერთმანეთს 70 რეგიონალური კონკურსის რჩეული სტარტაპები შეეჯიბრებიან.  მთავარი პრიზის მფლობელი 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.

Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს ექსპერტთა საერთაშორისო ჟიური გაუძღვა,  მათ შორის სილიკონის ველიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან. კონკურსის ჟიური შედგება ისეთი სტუმრებისგან, როგორიც არიან Google Germany-ის სტარტაპებისა და VC-ს ხელმძღვანელი ნინა ლევჩუკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის უფროსი ინვესტიციების პროფესიონალი ლევან შალამბერიძე.

კონკურსი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირისა  და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით იმართება. ორგანიზატორები აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი და Startup Connect, ხოლო პარტნიორები მეღვინეობა ჩელთი, მედიალაბი და ბათუმის მერია არიან.