GITA-ს გრანტს ჩვენი პროექტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - გამარჯვებული სტარტაპი rajdeba.ge
rajdeba.ge - ავტომობილების ფასების მონაცემების აგრეგაციას ახდენს. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში გააგზავნოს ლიზინგის განაცხადი, შეადაროს და მიიღოს მასზე მორგებული პირობები და წინასწარ გაიგოს ღირებულება.
„ჩვენ კონკრეტულ პიროვნებას და ბანკს ვაკავშირებთ და ხდება სალიზინგე შეთანხმება. ჩვენ გვაქვს ფასების დათვლის ექსკლუზივი, ამერიკისა და ევროპის აუქციონებზე დაყრდნობით. მიზანი ყველაფერის გაციფრულებაა, რომ სწრაფად მოხდეს კლიენტსა და კომპანიას შორის კავშირი. აპლიკაციის საშუალებით გააკეთოს განაცხადი და რამდენიმე წუთში დაიმტკცოს სესხი. ამ საქმეში კი GITA-ს გრანტი ძალიან დაგვეხმარება, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პროექტისტვის. ვებ–პლატფორმა ივლისიდან უკვე მუშაობს. ვთანამშრომლობთ რამდენიმე ბანკთან და დილერებთან,“ – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ანი მანჯავიძე.