სტარტაპი
04/09/2020
GITA პრეაქსელერატორის მენეჯერებს გადაამზადებს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ GITA პრეაქსელერატორის მენეჯერთათვის გადამზადების კურსი დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, გადამზადებული იქნება 11 უმაღლესი სასწავლებლისა და რეგიონში GITA - ს ინოვაციური ცენტრების პრეაქსელერატორის მენეჯერები. სამდღიან ტრენინგს ჰაიტექ ანტრეპრენერი დავით ჩეჩელაშვილი და 500 Startups - ის ევროპისა და აფრიკის რეგიონალური ხელმძღვანელი პედრო ვიეირა გაუძღვებიან.
კურსის საკითხებია: აქსელერაციის პროცესის როლი სტარტაპ ეკოსისტემაში, სტრატეგია და შემდგომი ნაბიჯები. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებსაც შეასრულებენ.
კურსის მიზანია ანტრეპრენერობის პოპულარიზაცია და ხარისხის გაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში.