სტარტაპი
24/06/2021

EduPay–ს გუნდი მოზიდული ინვესტიციით, აზიურ და შუა აღმოსავლეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს

Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერატორის მონაწილე სტარტაპმა   EduPay–მ პირველივე საინვესტიციო რაუნდში პროდუქტის განვითარებისა და ქართული ბაზრის ათვისებისთვის 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა, რაც გუნდს მისცემს შესაძლებლობას მოემზადოს აზიურ და შუა აღმოსავლეთის ბაზარზე გასასვლელად.

სტარტაპი სულ რამდენიმე დღის წინ პირველად გამოჩნდა ინვესტორების წინაშე Impact Hub-ის მიერ ორგანიზებულ დემო დღეზე და ძალიან მალევე რამდენიმე ინვესტორის დაინტერესება გამოიწვია.

EduPay არის სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებ-პლატფორმა კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და საფასურის გადამხდელისთვის. პლატფორმა სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ფასიან სასწავლებლებს სთავაზობს ჩარიცხვების მენეჯმენტისათვის სამართავ პროგრამას,ხოლოს მშობლებსა და სტუდენტებს სწავლის გადასახადის დაფარვის მარტივ გზას.

საგანმანათლებლო ორგანიზაციების სამართავი პანელი ინტეგრირებულია ბანკებთან და EduPay საკუთარი ალგორითმით აანალიზებს მათ საბანკო ამონაწერს, საიდანაც აიდენტიფიცირებს თუ რომელმა გადამხდელმა, რომელ მოსწავლეს ჩაურიცხა თანხა.

კომპანიის გუნდი მალე გაუშვებს გადამხდელის ვებ-გვერდს და www.edupay.ge  -დან მხოლოდ მოსწავლის პირადი ნომრით მისცემს მათ საშუალებას, რომ შეამოწმონ მიმდინარე დავალიანება, სურვილის შემთხვევაში კი დაფარონ ის საბანკო ბარათით ან ონლაინ განვადებით. ყველა გადამხდელს, პლატფორმა გადახდის თარიღამდე უგზავნის sms შეხსენებასა და ავტომატურად გენერირებულ ინვოისს.

EduPay  ჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიც არის გადასახადის იდენტიფიცირების გაჭანურებული პროცესები, სწავლის გადასახადის თარიღისა და დავალიანების დავიწყება, ვადაგადაცილების გამო გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმები და სხვა.

კომპანიამ უკვე დაიწყო საკუთარი პლატფორმის ინტეგრაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, რაც ჯამში 2500+ გადამხდელს აერთიანებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020