სტარტაპი
30/06/2021
CROSS ROADS-ის გუნდი სტარტაპებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს
30 ივნისს, 17:00 საათზე ტექნოპარკში (მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7) CROSS ROADS - ის გუნდი სტარტაპებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
ღონისძიებაზე CROSSROADS - ის თანადამფუძნებლები ნიკოლოზ კობახიძე, სვეტალ კუმარი და ლინდა პერეირა პროექტს წარადგენენ. შეხვედრის არაოფიციალურ ნაწილს - ინტერაქციულ ფორმატს, VRex - ის თანადამფუძნებელი და LIMON10- ის წამყვანი ნიკოლოზ გოგოჭური, ასევე GoogleDevelopers - ის ამბასადორი ნინუცა ნანიტაშვილი გაუძღვებიან. CROSS ROADS - ეს არის პროექტი, რომელიც ორიენტირს იღებს სტარტაპ ეკოსისტემის ხელშესაწყობად. ორთვიანი პროგრამების მიზანია, შეიქმნას ადეკვატური გარემო, როგორც სტარტაპისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.