სტარტაპი
27/08/2021

Caru-მ GITA-ს ₾300 000-იანი გრანტი მიიღო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა "ქარუმ" 300 000 ლარი გრანტი მიიღო.

"ქარუ" არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ავტოასისტენტის გამოძახება. მას მიჰყავს მანქანა, თვითონ აკეთებს და შეკეთებულს აბრუნებს. დღეს ქარუს 40,000+ ადამიანი იყენებს. GITA-ს გრანტით სტარტაპი პროდუქტის განვითარებას გეგმავს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

Businesspartner