BeautyLabApp - აპლიკაცია სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მომსახურების ონლაინ დასაჯავშნად
ინოვაციური სტარტაპის Beauty Lab App-ის გაშვება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.
ახალი აპლიკაცია android-ისა და ios-ის მომხმარებელებს საშუალებას მისცემს აპლიკაციაში განთავსებული სილამაზის სალონებიდან და ესთეტიკური ცენტრებიდან სასურველი მომსახურება ონლაინ დაჯავშნონ.
ონლაინ რეზერვაციის აპლიკაციაში დარეგისტრირება სილამაზის ინდუსტრიის ყველა სფეროს წარმომადგენელისთვისაა შესაძლებელი. ამასთან, Beauty Lab სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ბიზნესის ინოვაციური მეთოდებით მართვაშიც დაეხმარება.
როგორც Beauty Lab-ის დამფუძნებელმა ქეთა ბაღაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე იმ სალონების პირველადი ბაზა იქმნება, რომელთაც სურთ ახალ აპლიკაციაში პირველები მოხვდნენ.
2 მაისიდან დღემდე საინფორმაციო ფორმა უკვე 80-მდე სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენელმა შეავსო.