სტარტაპი
16/04/2021

ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად 0.5 მლნ-იანი ფონდი შექმნეს

ამერიკელმა ინვესტორებმა GITA -ს სტარტაპების დასაფინანსებლად 0,5 მლნ-იანი ფონდი შექმნეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და TECH Friends of Georgia- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

მემორადუმის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას.

ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები თანხმდებიან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გაუწიონ ორგანიზება სხვადასხვა აქტივობებს, რაც ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საჭირო რესურსებსა და ფინანსებზე წვდომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ინფორმაციისთვის, ონლაინ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების, მინესოტას სენატორმა (2003-2009) Norm Coleman- მა მიმართა.  მემორანდუმს ხელი მოეწერა  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის და TECH Friends of Georgia-ს მმართველი პარტნიორების  Isaac Applbaum-ის, Ori Sasson-ის, Marc Abramowitz-ის და Ted Tussing-ის მიერ.