სოფლის მეურნეობა
12/02/2021

ზურაბ მარგველაშვილი: ხარისხის მისაღწევად აუცილებელია ღვინის საბაჟო სივრცეში კონტროლი

ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ კომპანია "თბილღვინოში". თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საქართველოდან ხარისხიანი პროდუქტის ექსპორტზე გატანისთვის ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის.

ზურაბ მარგველაშვილის განმარტებით, საჭიროა ღვინის ხარისხიანობის კონტროლი საქართველოს საბაჟო სივრცეში განხორციელდეს, რაც კომპანიებს შეუქმნის მოტივაციას, შეარჩიონ ისეთი ყურძენი, რომელიც ექსპორტის საბოლოო წერტილში მათ პრობლემას არ შეუქმნის.

„თუკი სახელმწიფო შეძლებს ყურძნის ხარისხის შაქრიანობის მიხედვით მოსავლის ზედა ზღვარის გაკონტოლებას, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. თუმცა ეს აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოდან არ გადიოდეს ექსპორტზე უკანონოდ და უხარისხოდ ნაწარმოები პროდუქცია. სანამ ბოლო წერტილში, საიდანაც ღვინომ საქართველოს საბაჟო სივრცე უნდა დატოვოს, არ იქნება აპრობირებული, საერთაშორისო დონის კონტროლი, მანამდე ეს ნაბიჯები იქნება მხოლოდ ნაწილობრივი გადაგმული ნაბიჯი ხარისხის კონტროლისკენ,“ - ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.

ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ამასთან, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023