სოფლის მეურნეობა
24/04/2023

"ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილების თანახმად ვენახების ერთიანი კადასტრი შეიქმნება

საქართველოში არსებული ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების სამართლებრივი დარეგულირების მიზნით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრულია ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ორგანიზება, კანონი არ განმარტავს ტერმინს „ვენახების ერთიანი კადასტრი“, ასევე მისი შექმნისა და ორგანიზების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხის მოწესრიგებას. შესაბამისად, კანონის მე-3 მუხლს ემატება ტერმინის ,,ვენახების ერთიანი კადასტრის“ განმარტება.

„საკითხის სამართლებრივი რეგულირების მიზნით კანონს ასევე ემატება პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება - „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“.

მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთვლის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023